პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
|
ფესტივალის ორგანიზატორია ახალი საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live
ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. კონცერტი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება. მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან „Afterlove“ შეასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live.
სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ საპრომოუშენო კომპანიამ Black Pearl Live პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მედიას ჯეიმს ბლანტის დაგეგმილი კონცერტის დეტალები გააცნეს და ფესტივალი „დამოუკიდებლობის დღე“ დაანონსეს.
„Black Pearl Live-ს სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. ჯეიმს ბლანტი პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც ჩვენი მოწვევით 26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს. ეს შოუ მისი მსოფლიო ტურნეს - Afterlove-ის ნაწილია და მისი მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მულტი-პლატინური ალბომის “Moon Landing”-ის შემდეგ შეიქმნა. ფანებს შეუძლიათ დაელოდონ ყველა მათ საყვარელ ჰიტს, მისი ბოლო სინგლის “Love Me Better“-ის ჩათვლით. მნიშვნელოვანია,რომ მასთან ერთად მონაწილეობენ ფანტასტიკური ადგილობრივი მომღერლები და სპეციალური სტუმარი სამხრეთ აფრიკიდან. გვინდა, ფესტივალით შევუერთდეთ ამ სახალხო ზეიმს და მიგვაჩნია, რომ ეს შესანიშნავი გზა იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავად, ჩვენ ყველას ვიწვევთ დღესასწაულზე დასასწრებად,“ - აღნიშნა Black Pearl Live-ს მმართველმა პარტნიორმა კინ დე ბირიმ.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, გრანდიოზული ფესტივალი „დამოუკიდებლობის დღე“ 2018 წლის 26 მაისს გაიმართება!.. ფესტივალის საერთო ენა მუსიკაა, რომელიც ქართველ და უცხოელ მსმენელებს აერთიანებს და ქართველ მსმენელს საშუალებას აძლევს, გახდეს მნიშვნელოვანი თარიღის მონაწილე.
„ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სხვა შემსრულებლებიც. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უცხოელ მონაწილეებთან ერთად იქნებიან ქართველებიც. ღონისძიების მრავალფეროვანი პროგრამიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ძალიან დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე. ფესტივალი აუცილებლად შეიტანს თავის წვლილს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო განწყობის შექმნაში,“ - ფესტივალის დეტალებზე ისაუბრა „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა თინათინ სამყურაშვილმა.
ცნობილია, რომ ფესტივალზე მოწვეული ჯგუფია - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა), რომელიც სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიენაბს მასპინძლობას ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ. Young Georgian Lolitaz - ეს არის მამაკაცებით დაკომპლექტებული პირველი ბენდი, რომელიც 2016 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოდან წარსდგა, Loudspeakers - ცნობილი ქართული როკ ჯგუფი, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა Tbilisi Altervision მუსიკალური ფესტივალით მოიპოვა.
საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.
https://www.youtube.com/watch?v=IBcvzmhzljg&feature=youtu.be
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია "საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) ...
გამარჯობა ჯგუფის წევრებო😇პირველად მიწევს ამ ჯგუფში დაპოსტვა და არ მეგონა თუ ოდესმე მომიწევდა😁დღეს დილით ასეთ მდგომარეობაში დამხვდა ჩემი მანქანა 🤦♀️4ივე საბურავი დისკებით მომპარეს.თუ ამ პოსტს კითხ...
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბიზნესიც იღვიძებს, განსაკუთრებით კი, ეს ისეთ ბიზნეს იდეას ეხება, რომელიც ვენახების კვალდაკვალ დაიბადა და განვითარდა, ისე როგორც ეს სოფელ ვარციხეში მოხდა. &bdq...
მარტი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები