1 4 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გინესის რეკორდსმენი „ანატოლიის ცეცხლი“ საქართველოს ეწვევა

თურქეთის ლეგენდარული საცეკვაო ანსამბლის „ანატოლიის ცეცხლი“-ს შოუ  13-14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების  ცენტრში და 16-17 დეკემბერს თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. კონცერტები საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყობა."ანატოლიის ცეცხლი" ქართულ სცენაზე მრავალსაუკუნოვან ისტორიას გააცოცხლებს!

უკვე რამდენიმე წელია თურქული ანასამბლი  ინარჩუნებს გინესის ორ რეკორდს: პირველი — 241 საცეკვაო ილეთისგან შექმნილი ყველაზე სწრაფი ერთწუთიანი ნომერი და მეორე — ყველაზე დიდი, 400 000 მაყურებლის აუდიტორიის წინაშე გამართული კონცერტი ერეგლიში (თურქეთი). 2001 წლის 3 მაისის შემდეგ, ანატოლიის ცეცხლის გამოსვლები ნახა 40 მილიონმა ადამიანმა სხვადასხვა ქვეყნიდან და თურქეთიდან (სამშობლო). „ანატოლიის ცეცხლი“ არის ყველაზე გრანდიოზული საცეკვაო პროექტი, რომელშიც 120-ზე მეტი მოცეკვავე არის გაერთიანებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეისათვის ჯგუფს გამართული აქვს 97 კონცერტი, მათ შორის მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და სხვა მრავალი.

https://biletebi.ge/fire-of-anatolia/anatoliis-tsetskhli-fire-of-anatolia

https://tkt.ge/ka/event/anatoliis-ceckhli-91247

კომენტარები

მსგავსი სიახლეები