0 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ზაზა შენგელია ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

  "მეგობრებო, მინდა სიცხადე შევიტანო ფეისბუქზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მე ვიყავი იმ ჟიურის თავმჯდომარე, რომელმაც გამოავლინა წლევანდელ საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს სახელით მონაწილე კონკურსანტის ვინაობა. 

  ჩვენს მიერ შერჩეული კონკურსანტი იყო გრიგოლ ყიფშიძე, რომელიც ყველაზე საუკეთესო კანდიდატად მიმაჩნდა მაშინაც და მიმაჩნია დღესაც. აგრეთვე, ჩვენმა ჟიურიმ შეარჩია გამარჯვებული სიმღერაც ჩვენს მიერ გამოვლენილი კონკურსანტისათვის. ჩემს გარდა ჟიურის შემადგენლობაში მუშაობდნენ დათო ევგენიძე, მაია ბარათაშვილი, გიორგი ასანიშვილი და ელისო შენგელია. 

  ჟიურიმ მუშაობა 2 თვის წინ დაასრულა და ამით ფუნქციონირება შეწყვიტა. That's it ! იმედია ფაქტი ყველასათვის გასაგები გახდება, მადლობა ყურადღებისათვის . P.S. ევროვიზიის კონკურსი უკვე რამდენიმე წელია მკაცრი კრიტიკის საგანს წარმოადგენს ხმის მიცემის ინვალიდი სისტემის გამო..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები