1 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ტრაგედიის ადგილას ყვავილები მიაქვთ

​ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდთან“ ხანძრის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

დაღუპულთა ახლობლები და მოქალაქეები სასტუმროსთან ამ დრომდე მიდიან, ყვავილები მიაქვთ და ადგილზე სანთლებს ანთებენ.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულების გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები