0 6 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ანატოლიის ცეცხლის“ გასტროლი საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ეძღვნება

ლეგენდარული თურქული ანსამბლი „ანატოლიის ცეცხლი“ (Anadolu Ateşi) საქართველოში ჩამოდის. კონცერტები 13-14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების  ცენტრში და 16-17 დეკემბერს თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. შოუს ორგანიზატორია SA Organization”.

მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლის გასტროლი საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის  25 წლის იუბილეს ეძღვნება. "ანატოლიის ცეცხლი" ქართულ სცენაზე მრავალსაუკუნოვან ისტორიას გააცოცხლებს!

„ჯგუფი, რომლის შესრულებამ მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა, წელს ბათუმსა და თბილისში კონცერტებს გამართავსანსამბლის გასტროლი საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის  25 წლის იუბილეს უკავშირდება. თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ მოგვიწვია. მათი დიდი სურვილია საქართველოში ამ იუბილესთან დაკავშირებით მოაწყონ ზეიმი და ეს ჯგუფი იყოს  მთავარი მონაწილე. შესაბამისად, კონცერტები თბილისში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება. მოგეხსენებათ საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ეს არის სამი მეგობრული ქვეყანა, გარდა პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობებისა მათ წარსულიც  აკავშირებს. ერთ-ერთ წარმატებულ და მნიშვნელოვან პროექტად შესაძლოა დავასახელოთ  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი. მსგავსი ღონისძიებებით ეს ქვეყნები კიდევ  უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს. აუცილებელია ქვეყნებს შორის დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო ჩამოყალიბდეს და გამყარდეს,“ - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი, სელაჰატინ ატალაი.

 “ანატოლიის ცეცხლი” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120 მოცეკვავეს აერთიანებს. ჯგუფი მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო სცენებსა და არენებზე იყო  წარმოდგენილი. კონცერტები  97 ქვეყანაში გაიმართა და  დღემდე მათი შოუ  40 მილიონმა მაყურებელმა ნახა. პროექტი სხვადასხვა რეგიონიდან ასობით ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკას აერთიანებს, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. „ანატოლიის ცეცხლი“ უკვე რამდენიმე წელია ინარჩუნებს ადგილს გინესის რეკორდების წიგნში:  პირველი - ყველაზე სწრაფი ერთწუთიანი ნომერი, რომელშიც 241 საცეკვაო ილეთი შესრულდა და მეორე - ყველაზე მრავალრიცხოვანი აუდიტორია  - 400 000 მაყურებელი ერთ წარმოდგენაზე. ანსამბლის ხელმძღვანელია მუსტაფა ერდოღანი.

https://biletebi.ge/fire-of-anatolia/anatoliis-tsetskhli-fire-of-anatolia


კომენტარები

მსგავსი სიახლეები