0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ალ-ჯაზირა“ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება

   ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“  გაბრიელ სალოსის ქუჩაზე  ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება.  მათი თქმით, იმის გამო, რომ მთავრობამ დამნაშავეების ვინაობა არ გაასაჯაროვა, წარმოიშვა უამრავი ეჭვი და ვარაუდი

„გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ეროვნებას ან მოქალაქეობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დადასტურებული ინფორმაციის სიმწირემ ინციდენტის გარშემო სპეკულაცია შექმნა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბინა, სადაც დამნაშავეები ცხოვრობდნენ, ეთნიკურ ჩეჩენს ეკუთვნოდა, ამან კი წარმოშვა ეჭვები, რომ დამნაშავეები ჩეჩნეთთან არიან დაკავშირებულები“, - წერს „ალ-ჯაზირა“.

   ტელეკომპანია დაუკავშირდა პანკისის ხეობის მცხოვრებს, სულხან ბორძიკაშვილსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ არაფერია ცნობილი.

„ჩვენ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ დღეს. უცნობია, ვინ იყვნენ დამნაშავეები, მაგრამ ინციდენტი ძალიან უხეშად დაუკავშირეს პანკისის ხეობას. ახლა რომ გამოძიებამ სრულიად საპირისპირო დაადგინოს, პანკისის ხეობის შესახებ საზოგადოებრივი აზრი მაინც უარყოფითი დარჩება. სოციალურ ქსელებში ხალხმა ეთნიკურ ჩეჩნებზე თავდასხმა დაიწყო“, - განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა ტელეკომპანიასთან საუბარში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები