1 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"სტალინის ნეშტი საქართველოს გადავცეთ, რათა რუსეთის მილიონობით მცხოვრებმა თავისუფლად ამოისუნთქოს"

   ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ კრემლის კედელთან დასაფლავებული იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა გადაიტანონ, "რათა რუსეთის მილიონობით მცხოვრებმა თავისუფლად ამოისუნთქოს".

" კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და საქართველოს გადავცეთ ის, რათა მის სამშობლოში დაასაფლავონ", - აღნიშნა კადიროვმა "ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში

  მისი თქმით, ვინაიდან საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, "ლოგიკური და სამართლიანი იქნება თუ საქართველო შესაძლებლობას მიიღებს, ის თავის ტერიტორიაზე დაასაფლავოს".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები