0 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს ფიზიკურად 15 პირი გაუსწორდა

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს საბა უგრეხელიძეს ყაზბეგის გამზირზე თავს დაესხნენ. მას 15 პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მსახიობს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და სხეულზე ჭრილობები დანით მიაყენეს.  

ძლიერი სისხლდენით მსახიობი კლინიკაში თავად მივიდა.

დაზარებული ამბობს, რომ თავდასხმის დროს, მისთვის უცნობი პირები სერიალის გმირებს ახსენებდნენ. ბოლო როლში ის თბილისელი ძველი ბიჭების მეგობარს ასახიერებს.

უგრეხელიძე თავდამსხმელებიდან არავის იცნობდა, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მომხდარი ფაქტი ორგანიზებული ყოფილიყო. თავდამსხმელებს უგრეხელიძისგან არაფერი მოუთხოვიათ და არც წაუღიათ, რაც ყაჩაღობის ან ქურდობის ვერსიას გამორიცხავს.

ჩემი ცოლის დაქალების მსახიობი თავდასხმის მომენტში ყაზბეგის ქუჩაზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ამ დროისთვის სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დაკითხეს. უგრეხელიძის მეგობარი ადასტურებს, რომ თავდამსხმელების მიზანი მხოლოდ საბაზე თავდასხმა იყო, რადგან ისე გაიქცნენ, რომ მის მიმართ ინტერესი არ გამოუხატავთ.

სავარაუდოდ სამართალდამცველებმა თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები უკვე ამოიღეს. იქ, სადაც თავდასხმა მოხდა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები