2 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

24 ნოემბრიდან საქართველოში წვიმა, თოვლი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი

  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. 

  სააგენტოს ინფორმაციით, ამ პერიოდში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი (ზოგან ძლიერი), დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი და ზღვაზე 4 – 6 ბალიანი შტორმი. 

სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება და მაღალმთიან ზონაში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები