0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმრო დატოვა

  გურამ შარაძის მკვლელობისთვის დაკავებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა.

  10-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ბარათელი ამბობს, რომ დანაშაული მან ჩაიდინა და ამის შესახებ სასამართლო და გამოძიებაც ინფორმირებულია. სასჯელაღსრულების დასეწებულებიდან გამოსვლის შემდეგ ბარათელმა განაცხადა, რომ არ იცის, რის საფუძველზე აკეთებენ აკადემიკოს შარაძის ოჯახის წევრები განცხადებებს, რომ თითქოს ბარათელი უდანაშაულოა. 

  მისივე თქმით, ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პირადად მას პროკურატურისთვის არ მიუმართავს. ბარათელი შარაძის მკვლელობის მიზეზად პირად შურისძიებას ასახელებს,თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არაფერს ამბობს.

  გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ გუშინ Facebook-ზე დაწერა ბარათელის გათავისუფლების შესახებ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები