1 7 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მეწიგნე მიშკამ ჩამოიხრჩო თავი, ვალი ჰქონდაო, ჩვენსავითო, მეპროცენტემ მიაკითხაო "

 ფეისბუქის მომხმარებელი ნანა ახობიძე იმ სამწუხარო ამბავის შესახებ წერს, რომელიც თბილისში მოხდა

"მეწიგნე მიშკამ ჩამოიხრჩო თავი. დინამოს სტადიონთან, წიგნების ბაზრობაზე, დახლებს შორის. 
იკივლეს ქალებმა, თავი გადააქნიეს კაცებმა... უხერხულად ავიტუზეთ სასკოლო წიგნების საყიდლად მისულები და ამ ამბავს შესწრებულები: ზოგს წიგნი შეგვრჩა ხელში, ზოგს - გადასახდელი ფული... 
ხანძარი რომ იყო, წიგნები დაეწვაო, ვალი ჰქონდაო, ჩვენსავითო, მეპროცენტემ მიაკითხაო და მისი წასვლის შემდეგ დახლების სიღრმეში ჩუმად შევიდა და და თავი ჩამოიხრჩოო 45 წლამდე კაცმა - მეწიგნე მიშკამ... 
ტიროდნენ ბაზრობის ქალები, უხმოდ იდგნენ კაცები და რაღაცნაირად სიჩუმე ჩამოვარდა უცებ: იმ სიჩუმეში, იმ ერთ წუთში თავის თავს სტიროდა ყველა, თავის ვალებს, თავის პრობლემებს, თავის ხვალეს... 
დღეს, საღამოს მოხდა ეს...."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები