1 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

აშშ-ს საელჩო ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება

   აშშ-ს საელჩო ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

"ვეთანხმებით ეუთო-ს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა, რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო. აგრეთვე, ვიზიარებთ ეუთო-ს მოსაზრებას, რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება. ეუთო-ს შეფასებაში ასევე საუბარია საჩივრებზე ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელებას და მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას და მის სწრაფვას, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",-ნათქვამია აშშ-ის საელჩო განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები