0 8 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 24 წლის ქალის დაკრძალვაზე ქმრის ძმამ თვითმკვლელობა სცადა - რა მოხდა ყვარელში

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი 18 ოქტოპმბერს ოჯახის წევრებმა სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ქალი შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა.
ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 40 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა თვითმკვლელობის მცდელობას მეზობელი შეესწრო და უგონო მდგომარეობაში მყოფი გურამ გურასპიშვილი მალევე ჩამოხსნეს.
მამაკაცი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა გურასპიშვილების ოჯახში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის დაკრძალვის პროცესია მიმდინარეობდა. გოგონა გასულ კვირას გარდაცვლილი იპოვეს.

გურასპიშვილი ნაქევხრიშვილის ქმრის ძმაა.

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი 18 ოქტოპმბერს ოჯახის წევრებმა სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ქალი შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა.

როგორც ირკვევა ქალს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ოჯახში.

ოჯახის წევრების განცხადებით, მიყენებული დაზიანებები ეჭვებს აჩენს, ექსპერტიზას კი ამ დრომდე არ დაუდგენია გოგონა მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს, თუ ორი შვილის დედამ თავი მოიკლა.

ორივე შემთხვევაში საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.წყარო: 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები