0 3 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო გაატარეთ თანამოაზრეებთან ერთად. თუ მეგობრების დაკარგვა არ გსურთ, ნუ გააკრიტიკებთ მათ. მოერიდეთ ხელშეკრულებების კრედიტების გაფორმებას. კარგი დღეა სწავლისა და მგზავრობისთვის. 

კურო
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ახლობლებთან. ნუ ხართ ზედმეტად ჯიუტი. ნუ გააპროტესტებთ ორიგინალურ იდეებს. იყავით მზად სწავლისა და სიახლეებისთვის. 

ტყუპი
კარგი დღეა სწავლის, მიმოწერისა და თანამოაზრეებთან აზრთა გაცვლისთვის. მეტ ყურადღებას საჭიროებს რუტინული საქმეები. კარგი დღეა მკურნალობის დასაწყებად. 

კირჩხიბი
საყვარელ ადამიანთან შეხვედრა შეიძლება ისე არ დასრულდეს, როგორც გსურდათ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. შეეხმიანეთ თანამოაზრეებს. 

ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან, საყვარელ ადამიანთან. შეიქმენით კომფორტული გარემო. კარგი დღეა არაფორმალური შეხვედრებისთვის. თუმცა, ნუ გააფორმებთ დოკუმენტებს. 

ქალწული
გარშემო მყოფებისთვის საკუთარი კომპეტენტურობის დამტკიცების სურვილი გაგიჩნდებათ. მარტივად ამოხსნით ინტელექტუალურ თავსატეხებს. მოერიდეთ კამათს თანამგზავრებთან. 

სასწორი
თავისუფალი გრაფიკი და შემოქმედებითი საქმიანობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. გაგიმძაფრდებათ მეგობრების სიყვარული და მონატრება. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. 

მორიელი
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. გაერკვიეთ ყველა დეტალში. ნუ შეიძენთ ელექტრონივთებთ. საკუთარ პროდუქციას, საქმიანობას რეკლამა გაუკეთეთ. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა შეხვედრებისა და საუბრებისთვის. შეგიძლიათ, საქმიანი შეხვედრაც არაფორმალურ სიტუაციაში დანიშნოთ. მოერიდეთ საქმეების გარჩევას, მართალიც რომ იყოთ. 

თხის რქა
 
მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები, დოკუმენტების გარჩევა, მიმოწერა და სიახლეების გაზიარება. 

მერწყული
იყავით მეგობრული და ტოლერანტული. მოერიდეთ კრიტიკულობას, გაღიზიანებულობას. მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად. 

თევზები
ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ოჯახის წევრები და ნათესავები სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებიან. კარგი დღეა სწავლისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები