1 4 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ცესკო : თბილისის მერის არჩევნებში 51,06 %-ით კახი კალაძე, 17,46 %-ით კი მეორე ადგილზე ალეკო ელისაშვილი გავიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,06 %-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე პირველ ადგილზე, 17,46 %-ით კი მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი გავიდა.
ცესკომ 737-ვე უბნის მონაცემების დათვლა უკვე დაასრულდა. 

დედაქალაქის მერის არჩევნებში კანდიდატთა ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

ელენე ხოშტარია - 7,13 %; კახა კუკავა - 1,26 %; ზაალ უდუმაშვილი - 16,53 %; ირმა ინაშვილი - 3,02 %; გიორგი გუგავა - 0,96 %; დავით შუკაკიძე - 0,05 %; გიორგი ლილუაშვილი - 0,09 %; ნიკოლოზ სანებლიძე - 0,05 %; თენგიზ შერგელაშვილი - 0,25 %;
გიორგი ვაშაძე - 1,9 %; ლაშა სტურუა - 0,18 %; კახა კალაძე - 51,06 %; ალექსანდრე ელისაშვილი - 17,46 %. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები