1 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დარღვევები საარჩევნო პროცესში - სახალხლო დამცველის ოფისის განცხადება

სახალხო დამცველის ოფისი, თვითმმართველობის არჩევნების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველი არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს წევრებისა და მერების არჩევის მიზნით გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მონიტორინგმა ცხადყო, რომ არჩევნებმა დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სხვა დარღვევებთან ერთად, როგორიცაა - საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის, რეგისტრატორების მიერ ბიულეტინებზე წინასწარ ხელის მოწერის, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზების შემთხვევები, ომბუდსმენის ოფისი ყურადღებას ამახვილებს, ასევე, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების შესახებ მონაცემების შეგროვების საკითხზე.

„სახალხო დამცველი არ იზიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩევლის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია პერსონალური მონაცემები არ არის... საყურადღებოა, ასევე, გავრცელებული ინფორმაცია ცალკეული საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ამომრჩევლების საარჩევნო უბნამდე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა შეიცავდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

"რაც შეეხება ძალადობის ცალკეული ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის და თვალყურს მიადევნებს მათთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებულ რეაგირებას,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები