1 6 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"უნდა მოხდეს დაუყოვნებლივი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა”, - თამარ ჟვანია ყიზილაჯლოს ინციდენტზე

   ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შეფასებით, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ცალსახად კრიმინალური ფაქტია. 

“აქ მთავარია ადამიანების სიცოცხლე. მნიშვნელოვანია, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება შეფასებას, არ არსებობს არც ინფორმაცია და არც რაიმე საფუძველი, რომ ეს ფაქტი პოლიტიკურ ან რაიმე საარჩევნო გარჩევას დაუკავშირდეს. თუმცა ცხადია, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოხდეს დაუყოვნებლივი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა”, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

  ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან გუშინ დაპირისპირება მოხდა. 
საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები