1 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ის არის მიკერძოებული და სუბიექტური" - კობახიძე პრეზიდენტზე

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტს ხელს მოაწერს.
  "ეს არის ტექნიკური საკითხი. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამჯერად მაინც მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას და ხელს მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები.მას აქვს სუბიექტური, მიკერძოებული მიდგომა. პრეზიდენტი თავიდანვე დაუპირისპირდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, მერე საქართველოს პარლამენტს, ზოგადად საკონსტიტუციო რეფორმის იდეას. ის არის მიკერძოებული და სუბიექტური", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს განცხადებას გააკეთებს. გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგის თემა სავარაუდოდ სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი იქნება. განცხადება 18 საათზე გაკეთდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები