0 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისში, ყუმბარით შეიარაღებული პირი წიგნის მაღაზიაში შეიჭრა

  თავდასხმა თბილისის ცენტრში. ყუმბარით შეიარაღებული პირი მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ შეიჭრა და  მუქარით მოლარეს ფული გამოსძალა.  მაღაზიის ადმინისტრაციის განმარტებით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი ჰქონდა.

  შსს-ს ინფორმაციით,  დამნაშავე უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები