0 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა" - სურსათის ეროვნული სააგენტო

   აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს მიეძღვნა. 

 
„მავნებელი თავისი ბიოლოგიიდან გამომდინარე ახლა უკვე გამოსაზამთრებელ ადგილებში შედის და სამალავისკენ მიიწევს, რაც ადამიანისათვის შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, შეუძლებელი იყოს მისი პოვნა, მაგრამ გაზაფხულზე, როდესაც გადაადგილდება, ამ დროს მექანიკური ღონისძიებების განხორციელებას უფრო მაღალი ეფექტი აქვს. გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს გადააჭარბებს, ეტაპობრივად იწყება მათი გამოსვლა. ფაროსანა გადაადგილდება სხვადასხვა მწვანე მცენარეებზე, სადაც კვებას, გამრავლებას იწყებს და მთელი სეზონის განმავლობაში მავნებლობს. ზუსტად ამ დროისთვის ჩვენ ძალიან აქტიურად ვიქნებით ჩართულები მომავალი წლის პროგრამისთვის, რათა მავნებლის რიცხოვნობა მინიმალურამდე დავიყვანოთ. თუმცა მხოლოდ ჩვენი სააგენტო ამ ღონისძიებების მასშტაბებს ვერ გაწვდება. სხვა უწყებების, ასევე თითოეული ფერმერის ჩართულობაა საჭირო, რათა გვქონდეს ისეთი შედეგი, როგორც ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნებს ჰქონდათ“, - განაცხადა ნიკოლოზ მესხმა. 

მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში 110 000 ჰექტარი ფართობი შეიწამლა. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები