0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სწავლების უნიკალური მეთოდი სკოლაში - დარეჯან გურასაშვილის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

ჩამოტვირთვა

"რამდენიმე არაწესიერი ზმნა, მარტივი წარსული დროის კითხვითი ფორმის წარმოება. ისწავლეს 10 წუთში"- ეს ინგლისური ენის პედაგოგი დარეჯან გურასაშვილია.

"ყველას ჰყავს ერთი მასწავლებელი, ვინც მისი ცხოვრება შეცვალა. მეც მყავს. ინგლისური 10 წელი ისე მასწავლა, არასოდეს ანაზღაურება არ მოუთხოვია (იცოდა, ვერ გადავიხდიდი), თავი რომ ცუდად არ მეგრძნო, ამბობდა, რომ რომ მისი პირველი მოსწავლე ვიყავი და ჩემგან სწავლობდა როგორ ყოფილიყო მასწავლებელი. ბევრი ზამთარი, როცა შუქი და გათბობა არ იყო, შეშის ფეჩთან გვასწავლიდა. გაკვეთილზე თავის გამომცხვარ ორცხობილას გვახვედრებდა (იცოდა, ორცხობილა არ გვქონდა).10 წლის განმავლობაში, არასდროს უსაყვედურია გაკვეთილის არცოდნის გამო და ხმა არ აუწევია, მუდმივად გვამხნევებდა და გვაძლიერებდა. თუ უსწავლელი მივიდოდი - უფრო მეტად მამხნევებდა. ქუჩაში ავტომატის სროლის ფონზე, გვიყვებოდა, როგორი ნათელი მომავალი გვექნებოდა. როცა მოწყენას შეგვატყობდა - მღეროდა. ჩვენ ფეჩზე ხელებს ვითბობდით და გვჯეროდა, რომ ძალიან კარგი მომავალი გვექნებოდა და ამ მომავალს თვითონ შევქმნიდით.როდესაც მეკითხებიან რომელ ქვეყანაში ვისწავლე ასე კარგად ინგლისური - ჩემს ქვეყანაში შეშის ფეჩთან და ნავთის ლამფასთან, ქალთან, რომელმაც საკუთარი თავის რწმენა გამიჩინა და მთელი ცხოვრება ამ თავდაჯერებით და დრაივით ვაღწევ წარმატებას Darejan Gurasashvili"- ასე ახასიათებს გურასაშვილის ერთ-ერთი მოსწავლე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები