0 1 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ძლიერი წვიმის შედეგად ხიდი ჩაინგრა

ძლიერი წვიმის შედეგად ჭვანის თემთან მისასვლელი ხიდი ნაწილობრივ ჩაინგრა. ხიდზე გადასვლა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვისაა დასაშვები.

ხიდით სამი თემის - ჭვანის, წყალსაყრისა და ბარათაულის მოსახლეობა სარგებლობს. ადგილობრივები საჭიროების შემთხვევაში შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. 

შემთხვევის ადგილზე აჭარის საგზაო დეპარტამენტის შუახევის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები