1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სტიქია დასავლეთ საქართველოში - გურიაში სპეცტექნიკა ადიდებულმა მდინარემ წაიღო

ჩამოტვირთვა

დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს. წყალდიდობაა გურიაში, აჭარასა და იმერეთში. წყლის დონე იქ საათობრივად მატულობს. ადიდებულია მდინარეები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, პარალიზებულია დასახლებული პუნქტები და გადაკეტილია საავტომობილო გზები.

გურიაში სანიაღვრე არხების გასაწმენდად მიყვანილი სპეცტექნიკა ადიდებულმა მდინარე ბჟუჟამ წაიღო. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 50-მდე ოჯახს ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის. ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს.

ქობულეთსა და ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები განვითარდა. რამდენიმე ოჯახის ევაკუაციაც განხორციელდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელს დენი არ მიეწოდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები