1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შემოწმებული 44 ჩინური სათამაშოდან 21 ბავშვისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა

   საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დღემდე არ არსებობს არანაირი რეგულაცია ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას და რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციის “უსაფრთხო სათამაშო: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები” გახსნამდე განუცხადა.

“კამპანია ორი მიმართულებით მუშაობს: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და მეორე – არანაირი რეგულაცია არ არსებობს ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას, რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სახელმწიფომ დროულად განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები, რომ ასეთი რეგულაციები არსებობდეს. სახელმწიფოს ვადა 2019 წლამდე აქვს. 2019 წელს უნდა იყოს მზად ყველანაირი რეგულაცია, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნაა. იმედი მაქვს, დირექტივას მომზადებული შევხვდებით”, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

 თავის მხრივ, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ განაცხადა, რომ მათი ორგანიზაციის მიერ შემოწმებული 44 სათამაშოდან 21 ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის.
როგორც კობალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მიერ შემოწმებული სათამაშოები ჩინური წარმოებისაა.

“შევამოწმეთ ბაზარზე გავრცელებული იაფი სათამაშოები, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. 44 სათამაშოდან, 21 უსაფრთხო არ არის. გამოიკვეთა ნორმების გადაჭარბება, ეს სათამაშოები ბავშვებისთვის არის მავნე. კვლევა ყველა პარამეტრზე არ განხორციელებულა, შემოწმდა ფტალატების შემადგენლობა. სამწუხაროდ, არ არსებობს ქვეყანაში ნორმები, რომელიც დაარეგულირებს სათამაშოების ხარისხს და არც მაკონტროლებელია, რომელიც ამას შეამოწმებს. სავალალო მდგომარეობაში ვართ”, - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები