1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"გორგიას" უფროსის ყოფილი მეუღლე : გორგოშაძეს გატაცების გათამაშება სურდა

ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის ყოფილი მეუღლე და მისი ადვოკატი ვარაუდობენ, რომ გია გორგოშაძეს გატაცების გათამაშება სურდა. 

 ნინო დარსალიას ინტერესების დამცველმის, არჩილ ჩუბინიძის  თქმით, , გორგოშაძეს მისი გატაცების საქმეში ნინო დარსალიას გამოჩენით სურს იმ დავაზე მოახდინოს ზეგავლენა, რომელიც ყოფილ ცოლთან აქვს. მისივე თქმით, გამოძიებამ დარსალია უკვე გამოკითხა და მის სახლში ჩხრეკაც ჩაატარა.

როგორც ჩუბინიძე აღნიშნავს, სამართალდამცველებმა დარსალიას ბინიდან ორი ტელეფონი - უშუალოდ ნინო დარსალიასა და მისი შვილის ტელეფონები წაიღო.

შსს-მ გორგოშაძის გატაცების მცდელობაში ბრალდებული პირები ორი დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანა. 
წყარო:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები