1 4 : 2 6
 | 

საზოგადოება

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

13 ოქტომბერს, კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრი და საქართველოში კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე 11 საერთაშორისო ორგანიზაცია ერთობლივი ღონისძიებით აღნიშნავს.

ღონისძიება 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისში,ღონისძიებათა ცენტრშიUnderwheel (მთაწმინდის პარკი)გაიმართება დამასში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე 11 საერთაშორისო ორგანიზაცია:არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი,ოქსფამი-ბრიჯი ინოვაცია და განვითარება,  გადავარჩინოთ ბავშვები, საქართველოს წითელი ჯვარი, გაეროს მიგრაციის სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი, ლურჯი ფარი, სენი, „100 მედეგი ქალაქი“.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა კატასტროფების რისკის შემცირების თემისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა; წარმოდგენილი იქნება პარტნიორების მიერ განხორციელებული პროგრამების ამსახველი საინფორმაციო ვიდეორგოლები, ფოტომასალა და ინფოგრაფიკა, ასევე ორგანიზაციების მიერ ცალკეული პროექტების ფარგლებში წარმოებული პროდუქცია.გაიმართება სიმულაციური და ინტეგრაციის სავარჯიშოები და  ვიქტორინა ბავშვებისთვის.

1996 წლიდან „ბუნებრივი კატასტროფის მიმართ მზაობით, სიცოცხლისა და მოსახლეობის საარსებო წყაროს გადარჩენა“ ევროკომისიის კატასტროფისთვის მზადყოფნის პროგრამის "DIPECHO" მთავარი პრინციპია.

საქართველოში ამჟამად ხორციელდება პროგრამის მეხუთე ფაზა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ადგილობრივი ინსტიტუციების  შესაძლებლობების გაზრდას კატასტროფის მიმართ მზაობისა და მასზე რეაგირების საკითხებში.

პროგრამაში მონაწილე პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კატასტროფის რისკის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში  გამოცდილების  გაზიარება. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა ხელი შეეწყოს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და მდგრადი პროგრამების განხორციელებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:01

    ირმა ინაშვილი - ხმა მივეცი ქართული ტრადიციების, ზნ...

    "პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა ხმა ვაკის #49 საარჩევნო უბანზე მისცა და საარჩევნო პროცესი შეაფასა.მისი თქმით, ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი არაერთხელ გამოიყენა....

  • 14:00

    დუშეთის #13 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სახის ბი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დუშეთის #13 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სახის ბიულეტენები არ აღმოჩნდა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნულ უბანზე იყო ორი სახ...

  • 13:29

    "დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევა უკვე მარკირებით...

    „ჩვენ დავაფიქსირეთ ერთი შემთხვევა ხმის მიცემის უკვე მარკირებით, იმ პირს, რომელმაც მისცა ხმა, მას უკვე ჰქონდა გავლილი მარკირება,“ - ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ...

  • 12:33

    სია სახელად - ,,ვაი იმის ბრალი ვინც არ მოვა" "ოცნ...

       სია სახელად - "ვაი იმის ბრალი ვინც არ მოვა" "ოცნება" ფორმაშია"- დამკვირვებელი ამ სათაურით აქვეყნებს ფოტომასალას, სადაც ჩანს, თუ როგორ დგანან სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ს...

  • 11:30

    „ჩვენი მხარდამჭერები აქტიურობენ, ჩვენ გვაქვს ძალია...

    „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ამ წუთებში ბრიფინგი იმართება - პრეს-კონფერენციას არჩილ თალაკვაძე მართავს.არჩილ თალაკვაძემ არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ პროცესი მშვიდ დ...

  • 10:28

    "ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები ავირჩიოთ, ...

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა მისცა. "ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიანსაქართველ...

  • 19:08

    „თეგეტა მოტორსის“ განცხადება...

    გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, პირდაპირი წესით გაფორმებული კონტრაქტების შესახებ  სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანია „თეგეტ...