1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიორგი მარგველაშვილმა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილმა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.
"გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალევარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ.

სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული, ლიკა ქავჟარაძე იმ
იშვიათთაგანი იყო, ვინც ეკრანზე გამოჩენიდან მოყოლებული,
უწყვეტად სარგებლობდა თითოეული ქართველის უპირობო
სიყვარულითა და პატივისცემით.

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ხსოვნას და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯხის წევრებსა და ახლობლებს."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები