2 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

AF თერაპიის უპირატესობები - თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მკურნალობაში

13-14 ოქტომბერს, სასტუმრორედისონ ბლუ ივერიაში“  ევროპისა და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერი ორგანიზაცია მედტრონიკის (Medtronic) მხარდაჭერით გაიმართება საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი თემაზეთანამედროვე  და  სამომავლო ტექნოლოგიები  რთული  ტაქიარითმიების  მკურნალობაშიდა  მასტერ-კლასები ელექტროფიზიოლოგებისა და კარდიოლოგებისთვის. 

ორდღიანი საგანმანათლებლო სიმპოზიუმისა მიზანს  საქართველოში კომპლექსური ტაქიარითმიის მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვა, საზოგადოებაში მისი მართვის ინოვაციური AF თერაპიის შესახებ  ცნობიერების ამაღლება, ქართველი ექიმების ტრენინგებისა და  განათლების  საშუალებით თერაპიის შესახებ ინფორმაციულობის გაზრდა  და  მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, კომპლექსური ტაქიარითმიის მართვის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენს. 

სიმპოზიუმის მნიშვნელობასა და მასტერკლასის მიზნებზე, საქართველოში დაავადების სიხშირეზე, თუ რამდენად ინფორმირებულია ქართული საზოგადოება წინაგულთა ფიბრილაციის თერაპიის შესახებ, გვესაუბრება ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რიტმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, კახაბერ ეცადაშვილი 

-         როგორ შეაფასებდით სიმპოზიუმს, მის მნიშვნელობას და მიზნებს?

-         სიმპოზიუმი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც არითმოლოგებისთვის, ისე კარდიოლოგებისთვის, ასევე ზოგადი პროფილისა და გადაუდებელი დახმარების ექიმებისთვის. სიმპოზიუმის მიზანია, გავაცნოთ ჩვენს კოლეგებს ის თანამედროვე მიღწევები, რაც არის მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, რთული არითმიებისა და გულის უკმარისობის მკურნალობის კუთხით. მოწვეულია მსოფლიო დონის ექსპერტები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ უმაღლესი დონის საერთაშორისო კონგრესებს შეუძლიათ დაკვეხნონ ასეთი მაღალი დონის ლექტორებით. საკმაოდ საინტერესოა თვითონ თემატიკაც, ამიტომ ვფიქრობთ რომ მომავალი სიმპოზიუმი ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.

-         რამდენად ეფექტურია ეს მასტერ კლასები, რომელიც სიმპოზიუმის ფარგლებშია დაგეგმილი?

-         მასტერკლასებს პირველად არ ვატარებთ, ჩვენ უკვე გვაქვს  გამოცდილება. სხვადასხვა დროს ჩატარებული შეხვედრების წყალობით, გაიზარდა გულის არითმიებთან დაკავშირებული პრობლემების ცნობადობა. ჩვენი კოლეგების დიდი ნაწილი ინფორმირებულია, რომ საქართველოში დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც საშუალებას გვაძლევს წარმატებით ვმართოთ და ვუმკურნალოთ სხვადასხვა არითმიებს, გულის უკმარისობას. დაგეგმილი მასტერკლასები იქნება ინტერაქტიული, ჩვენს კოლეგებს საშუალება ექნებათ უშუალო მონაწილეობა მიიღონ ამ ინტერაქტიულ, სიმულირებულ ქეისებში (დახმარებისთვის დიდ მადლობას ვუხდით კომპანიას „მედტრონიკის”).  ვფიქრობ, იმ ლექტორების ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც უშუალოდ გაუძღვებიან მასტერკლასებს, საკმაოდ, კარგ დახმარებას გაუწევს ჩვენს კოლეგებს. ვიმედოვნებთ, რომ ამ ფორმატით ჩატარებული მასტერკლასი დიდ მოწონებას დაიმსახურებს ჩვენს კოლეგებში.

-         ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციის მიხედვით, 69% სიკვდილის გამომწვევი მიზეზი კარდიოვასკულარული დაავადებებია, შეგიძლიათ ამის შესახებ გვესაუბროთ?

-         კარდიოვასკულარული დაავადებები მთელს მსოფლიოში არის გავრცელებული,  და ითვლება, რომ ის არის ნომერ პირველი მკვლელი, ცხადია, საქართველო არ არის ამ მხრივ გამონაკლისი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო უეცარი კარდიული სიკვდილი, რაც შეიძლება იიყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველი და ერთადერთი გამოვლინება. ყოველწლიურად უეცარი კარიდული სიკვდილით კვდება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ძუძუს კიბოთი, ნაწლავების კიბოთი, პროსტატის კიბოთი, დიაბეტითა და  აივ ინფექციით ერთად.საქართველოში ამის შესახებ ცნობადობა ძალიან დაბალია, არა მხოლოდ მოსახლეობაში, არამედ ექიმებშიც კი. უეცარი კარდიული სიკდილის შემთხვევების მიზეზად ხშირად „თრომბოზი“ ან სხვა დაავადებები სახელდება, რაც რა თქმა უნდა, არასწორია. დაბალი ცნობადობა განაპირობებს არაზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს და შესაბამისად პრობლემა ჯეროვნად არაა შეფასებული. მომავალი სიმპოზიუმის ფარგლებში დიდი დრო სწორედ უეცარი კარდიული სიკვდილის პრობლემას დაეთმობა. განხილული იქნება რისკ-ფაქტორების შეფასებისა და პრევენციის საკითხები.

-         დარწმუნებული ხართ, რომ ქართული საზოგადოება ინფორმირებულია წინაგულთა ფიბრილაციის თერაპიის შესახებ?

-         წინაგულთა ფიბრილაცია (მოსახლეობაში უფრო ცნობილია მოციმციმე არითმის სახელით) მსფლიოში ყველაზე გავრცელებული მდგრადი არითმია. დროის გარკვეულ პერიოდში ის შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს, თუმცა აღნიშნული არითმიის ფონზე მკვეთრად იზრდება ინსულტების აღმოცენების რისკი, გულის უკმარისობის შემთხვევები. ბოლო პერიოდში, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, საქართველოშიც ხორციელდება აღნიშნული არითმიის ინვაზიური მკურნალობა. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება ჯეროვნად არაა ინფორმირებული აღნიშნული სიახლეების შესახებ. მომავალი სიმპოზიუმი კარგი საშუალებაა, რომ ჩვენს კოლეგებს გავაცნოთ წინაგულთა ფიბრილაციის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები