1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მეუფე პეტრე: ,,ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა"

ჩამოტვირთვა

ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა - ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა.

მეუფე პეტრემ საპატრიარქოში შესვლამდე, სადაც რამდენიმე წუთში წმინდა სინოდის სხდომა უნდა დაიწყოს, თქვა, რომ მისთვის უცნობია ის საკითხები, რომელზე მსჯელობაც სხდომაზე მოხდება. თუმცა მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა სხდომაზე მისთვის სასჯელის დადების საკითხის განხილვა მოხდეს.

„საკითხები სამწუხაროდ არ არის ცნობილი ჩემთვის პირადად. ობიექტურად, სამართლიანად, მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველა საკითხი. ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე იყო ბოლო მღვდელმთავარი, რომელიც დღეს საპატრიარქოში მოვიდა.

სხდომა მოულოდნელად ჩაინიშნა. ეს არის წმინდა სინოდის პირველი სხდომა, ე.წ. ციანიდს საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ. დღევანდელ სხდომას 47 მღვდელმთავარი ესრება. 

დღის წესრიგში შეტანილი საკითხები საიდუმლოა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა დღევანდელ შეკრებაზე დღის წესრიგში დადგეს მეუფე პეტრეს საკითხი.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები