1 8 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

იანოშ ჰერმანი: არჩევნების ხარისხზე ეუთოს მისიის მოსაზრებებს ევროკავშირი გაიზიარებს

  საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანსა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი იანოშ ჰერმანმაც გააკეთა. 

მისი თქმით, შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ მას სრული ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებით.

იანოშ ჰერმანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები ადგილობრივია, მას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდს.

"არჩევნების ხარისხის შესახებ მოსაზრებებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია გამოხატავს, ხოლო ევროკავშირი ამ მოსაზრებას, როგორც თავისი მოსაზრების საფუძველს მიიღებს", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები