0 7 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

7 თვის ბავშვმა აზიური ფაროსანა გადაყლაპა

   ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში 7 თვის ბავშვმა აზიური ფაროსანა შეჭამა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ინფორმაციას რადიო "ათინათი" ავრცელებს.

პაციენტს შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და ის უკვე ბინაზე გაწერეს.


აზიური ფაროსანა (Halyomorpha Halys) საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები