1 4 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მსოფლიო ჩემპიონი გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

ჩამოტვირთვა

  ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ჭანტურიამ ქვეყანა დატოვა და გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. მიზეზი, სპორტსმენის თქმით მასა და მისი ოჯახის მისამართით განხორციელებული ზეწოლა და მუქარაა. 

 ჭანტურია ამბობს, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ემუქრებიან. სპორტსმენის განცხადებით, სიტუაცია კორცხელის ცნობილი მოვლენების შემდეგ დაიძაბა. მისი თქმით "ქართული ოცნების" ერთ ერთმა ლიდერმა ჭანტურიას ზონდერი უწოდა: "მე ვიმყოფებოდი იქ, როგორც წარმომადგენელი და მხარდამჭერი და როგოც საქალაქო ორგანიზაციის პოლიტ საბჭოს წევრი. 

მდინარაძემ, იმ დღესვე გამართა და მე მომიხსენია , როგრც ერთ ერთი პროვოკატორი და ზონდერი და ცილი დამწამა. პირიქით, იქ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მე ჩხუბში მონაწილეობას არ ვღებულობ " განუცხადა ჭანტურიამ "კურიერს" ჭანტურიამ თავშესაფრის მოთხოვნისთვის საჭირო შესაბამისი დოკუნმენტაცვიით გერმანიის მთავრობას უკვე მიმართა. ამჟამად დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს. სპორტის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სპორტის სახეობა, რომელშიც ჭანტურია მოღვაწეობს სამინისტროს მიერ აღიარებული არაა და შესაბამისად ვერც ის და ვერც სპორსტმენი დაფინანსდება
 წყარო "კურიერი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები