0 6 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება - შს მინისტრი სკანდალში ეხვევა

   შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბიძაშვილს, რომელიც ამავე უწყების მაღალჩინოსანია, ქათამაძეების ოჯახი ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მუქარაში ადანაშაულებს.

    ტელეფონით გადაღებულ კადრებში, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, სწორედ მალხაზ მღებრიშვილი ფიგურირებს.ჯამბულ ქათამაძე ყვება, რომ მღებრიშვილი მინისტრის სახელით მათ ხშირად აშანტაჟებს. კონფლიქტი მალხაზ მღებრიშვილსა და ჯამბულ ქათამაძეს შორის სარაჯიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის გამო დაიწყო. ქათამაძე ამტკიცებს, რომ ის და მისი მეუღლე შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსანმა სცემა.

   "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე მას შემდეგ მივიდა, რაც სარაჯიშვილის ქუჩაზე ჯამბულ ქათამაძემ კუთვნილ მიწაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო. მისი თქმით, შსს-ოს მაღალჩინოსანმა გადაწყვიტა, რომ მშენებლობა დაებლოკა, რასაც მეზობლებს შორის კონფლიქტი მოჰყვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები