1 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს ბანკმა კორპორატიული კლიენტებისთვის რეგიონალური ფორუმი გამართა

თბილისი, ოქტომბერი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, ქალაქ ბათუმში, სპეციალურად კორპორატიული კლიენტებისთვის რეგიონალური ფორუმის გამართვის შესახებ განაცხადა. აღნიშნული ფორუმის მიზანი, დამსწრეთათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცნობა გახლდათ. ფორუმზე, განხილულ იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიც არის: საქართველოს მარკოეკონომიკური მიმოხილვა, ცალკეული ბიზნეს სექტორების  და საგადასახადო სისტემის ანალიზი. საინვესტიციო კვლევითმა გუნდმა „გალტ & თაგარტიდან“ მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკაში ორი უმნიშვნელოვანესი სექტორი: ტურიზმის და ენერგეტიკის, საუბარი შეეხო თუ რამდენად ზრდადია, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, ტურიზმი და როგორ ვითარდება განთავსების ობიექტების სექტორი ქვეყანაში, რა შედეგებია ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სექტორში გენერაციის, მოხმარების და ექსპორტ/იმპორტის კუთხით, ასევე რა მოლოდინებია საქართველოში აღნიშნული სექტორების განვითარების კუთხით. ფორუმზე საუბარი შეეხო, საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების მიმოხილვას და 2018 წლისთვის არსებულ მოლოდინებს.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მომხმარებლები, როგორც კორპორატიული, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესიდან, მუდმივად საქმის კურსში იყვნენ ქვეყანის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული ფორუმი. ჩვენს რეგიონალურ კლიენტებს გავუზიარეთ ბანკის გამოცდილება და ცოდნა, მათი ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარების და გაზრდის მიზნით“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

ფორუმის ფარგლებში, ასევე გაიმართა საინტერესო დისკუსია აქტუალურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე, სწორედ კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვან თემებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები