0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საბავშვო ბაღთან თხევადი გაზის ბალონი აალდა

ბათუმში მე-14 საბავშვო ბაღთან თხევადი გაზის ბალონი აალდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ბალონი მაშინ აალდა, როდესაც მას ანაცვლებდნენ. მისივე თქმით, შემთხვევა საბავშვო ბაღის ტერიტორიის გარეთ მოხდა .

„საბავშვო ბაღთან თხევადი გაზის ბალონის ჩანაცვლება მიმდინარეობდა, რა დროსაც, იგი აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩვენმა თანამშრომლებმა დროულად იმოქმედეს და ხანძარი ჩააქრეს“, - განაცხადა ნატალია ზაქარეიშვილმა.

საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის, სკოლამდელი დაწესებულება თხევადი აირით მარაგდება.


http://1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები