0 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

17 წლის გოგონას, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაშია დახმრება ესაჭიროება - დედის ვიდეომიმართვა

"ჩემს შვილს, 17 წლის ხატია თვაურს გამრუდებული ჰქონდა ძგიდე, ამის გამო ჰქონდა სუნთქვის პრობლემები. 7 სექტემბერს ჩაუტარდა ოპერაცია ძგიდე, ნიჟარა და პლასტიკური ერთად. გაურკვეველი მიზეზების გამო პალატაში გაუჩერდა გული, რამაც გამოიწვია ტვინის ანოქსიური დაზიანება. მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია , ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ. ტრანსპორტირებისთვის საჭიროა სპეც თვითფრინავი, რომელიც არის თანხებთან დაკავშირებული.
უმორჩილესად გთხოვთ ვისაც საშუალება და სურვილი გაქვთ დაეხმაროთ ჩემს ხატიას, რადგანაც ყოველი დღე მისთვის უმიშვნელოვანესია."

შეგახსენებთ, რომ თეონა სიდამონიძე 17 წლის ხატიას დედაა, რომელმაც 7 სექტემბერს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.

  დედის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ გოგონა ნარკოზიდან გამოვიდა, პალატაში გადმოიყვანეს, თუმცა მალევე შეამჩნია, რომ ბავშვი გალურჯდა და ცივი იყო. როგორც აღმოჩნდა, ბავშვს თურმე გული გაუჩერდა.  

  ხატიას გული მალევე აუმუშავეს, მაგრამ ტვინში ჰიპოქსია წავიდა, ანუ ტვინის ზედაპირული უჯრედები დაზიანდა . გოგონა ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.. 
 თეონა სიდამონიძე ექიმებზე საუბარს თავს არიდებს, რადგან მისთვის ახლა მხოლოდ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეოობა პრიორიტეტული


ხატიას დასახმარებლად გახსნილია ანგარიშები ბანკებში.
საქართველოს ბანკი:
GE39BG0000000327582300
თიბისი ბანკი:
GE62TB7512745061100031
თანხის მიმღები: თეო სიდამონიძე

გთხოვთ გააზიაროთ!!!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები