0 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ყველაფრით" სავსე ქალაქი ..

  სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლები საკმაოდ  აქტიურად იზიარებენ  ფოტოებს,  რომელიც  მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პოსტერების ალტერნატიული ვერსიებია.

  iTV.ge-ი დაინტერესდა, თუ ვინ იყო ამ ფოტოების ავტორი, როგორც გავარკვიეთ, ალბომი არქიტექტორ, ნანა ზაალიშვილის მიერ არის შექმნილი. 

  ნანა ზაალიშვილს ჩვენ ტელეფონით ვესაუბრეთ. არქიტექტორმა დეტალურად აგვიხსნა ის, თუ რატომ გაუჩნდა ამ ფოტოსერიის გაკეთების სურვილი და ამავე დროს, პროფესიული (არქიტექტურული) თვალსაზრისით , განვლილი 4 წელიწადი შეგვიფასა:

" ამ ფოტოსერიის შექმნის იდეა მოიტანა იმ წინასაარჩევნო პროცესებმა, რაც ამჟამად ჩვენს გარშემო მიმდინარეობს. ცრუ დაპირებები, რომლებიც იმ ორი პარტიისგან გვესმის, რომლებმაც ეს ქალაქი ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო, მათი გამარჯვების შემთხვევაში ყველამ ვიცით, რომ ეს დაპირებები მხოლოდ ბილბორდებსა და ბუკლეტებზე დარჩება. მმართველი პარტია ზუსტად იმ პრობლემების მოგვარებას გვპირდება, რაც მათი მოსვლისას უკვე ჰქონდა ქვეყანას და 4 წელი ვერ მოაგვარა, პირიქით, რაც წინა მთავრობამ დააკლო დაზიანება, ამათმა დაუმატეს. მიმზიდველ ლოზუნგებს ვხედავთ ბილბორდებზე, თუმცა რეალობა სხვა არის და ამის დანახვა ადვილია. მმართველი პარტია ამჟამად მთლიანად პასუხისმგებელია ყველა იმ სიტუაციაზე, რაც ქალაქში ხდება და შესაბამისად, ეს ფოტოსერიაც მათ კამპანიაზე ორიენტირებული

  რაც შეეხება ბოლო 4 წელიწადს, არქიტექტურული თვალსაზრისით, კომპლექსურად შესაფასებელი საკითხია. ამაზე ბევრი სტატია მაქვს გამოქვეყნებული. მთავარი პრობლემა არის ის, რომ რაც წინა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, ამ მთავრობას მისი გამოსწორება არ უცდიაა, ქალაქს ისევ არ აქვს გეგმა და თბილისი ისევ ახლანდელი მთავრობის კომპერციულ და ბიზნეს ინტერესებს ერგება და მისი ურბანული განვითარება კონკრეტული ადამიანების ბიზნეს ხედვებს ეწირება. 
  ყველა ადამიანი ვინც მთავრობაში მუშაობს, მოტივირებულია მხოლოდ ფინანსურ სარგებელზე. მთავარი მაინც ნეპოტიზმია და არაპროფესიონალიზმით სავსე კადრება "ქართულ ოცნებაში"- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნანა ზაალიშვილმა
                                                                             ავტორი: სუზი მკრტიჩიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები