2 2 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საკუთარი ბიძაშვილის, 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულთან, ციხის ფსიქოლოგები მუშაობენ

   უზნაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა უკვე მეორედ გადაიდო. 

  მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის,  ოლგა გეჯაძეის განცხადებით, გამოძიებამ ვადის გაგრძელება ექსპერტიზის დასკვნების არქონის გამო მოითხოვა. მისივე თქმით, გამოძიებას როგორც ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის თაობაზე დასკვნა, ასევე გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა ჯერ კიდევ არ მიუღია. 
„არაფერი მიგვიღია, არც ცხედრის გამოკვლევა, არც ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გაუჭირდათ ალბათ, ვინაიდან რთული შემთხვევაა. ამჯამად ახალაიას მდგომარეობა ნორმალურია. ჯერ კიდევ მუშაობენ ციხის ფსიქოლოგები“, - განაცხადა ოლგა გეჯაძემ. 

   შეგახსენებთ, რომ უზნაძის ქუჩაზე მკვლელობა 16 ივლისს მოხდა. 19 წლის ანა ხელაძის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მას დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია მომხდარიდან მეორე დღეს ფოთში დააკავა. მოკლული რობერტ ახალაიას მამიდაშვილი იყო. 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები