1 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალურ გადაცემას საპატრიარქოზე, მისი კოლეგა აკრიტიკებს..

  ტელე-წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის გუშინდელ გადაცემას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი შოკირებული იყო იმ დეტალების გაგებით, რაც თურმე საპატრიარქოს ე.წ. შიდა სამზარეულოში ხდება. მეორენი კი ტელე-წამყვანს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მათ, უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდათ..

  ერთ-ერთ არხზე, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, არჩილ გამზარდია კი ვრცელ წერილს აქვეყნებს, მისი აზრით ნანუკამ რესპონდენტს ბევრი ისეთი კითხვა არ დაუსვა, რომელიც წესით, მას არ უნდა გამორჩენოდა 

 "ძალიან მიკვირს, რომ ისეთმა გამოცდილმა და გონიერმა ჟურნალისტმა, როგორიც ნანუკა ჟორჟოლიანია, რესპონდენტს არ დაუსვა შეკითხვები:

1. მართალიც რომ ყოფილიყო რესპონდენტი, საიდან ფლობდა ის პატრიარქის თანაშემწის პირადი სივრცის ინფორმაციას? (კურდღლის ტუჩი იქნებოდა, კუდი თუ ვერძის რქა?) ან საიდან იცის შავშიშვილმა და რატომ უთვალთვალებდნენ შორენა თეთრუაშვილს?

2. რატომ არ გაიხსენა რესპონდენტ შავშიშვილის სკოლის დირექტორობის დროინდელი ლამის ტრაგედიები, რომელიც შავშიშვილის დირექტორობას უკავშირდება? რატომ არ მოიყვანა ის მშობელი და გაახსენებინა რა დღეები გადაიარეს?

3. რატომ არ დაუსვა კითხვა, სად იმყოფება ამჟამად იოსებ კიმის ძე ოხანაშვილი? თუ ევროპაშია, 90 დღე გასულია უვიზო მიმოსვლის პერიოდი, ან იქნებ იმიტომ, რომ შესაძლოა რუსეთშია პუტინის სამშობლოში?

4. რატომ არ ჰკითხა რესპონდენტს რა საქმიანობას ეწეოდნენ თავად შავშიშვილი, გიორგი და ირაკლი მამალაძესთან და იოსებ ოხანაშვილთან ერთად საპატრიარქოში?

5. მიკვირს რატომ არ ჰკითხა, თუ კი არსებობდა საპატრიარქოში ორგანიზებული ჯგუფი ამ ადამიანების შემადგენლობით, მათ უკან რომელი მღვდელმთავარი იდგა?

6. რატომ არ ჰკითხა, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, სადაც იაკობის და შორენას თავების მოჭრით იმუქრება პატრიარქის დაცვის სამსახურის მაშინდელი უფროსი? და მართლაც აპირებდა თუ არა ოხანაშვილი მსგავს რამეს?

7. რატომ არ ჰკითხა ასევე ცნობილ ჩანაწერზე, რომელიც გავრცელდა, სადაც პატრიარქისა და ეპისკოპოსების საუბარია ჩაწერილი? და ამის გამო რატომ არ ჰკითხა, უთვალთვალებდნენ, ისმენდნენ და იწერდნენ თუ არა შავშიშვილი და ოხანაშვილი პატრიარქის საუბრებს?

8. საინტერესოა, ასევე, რატომ არ გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა განმარტება გიორგი ზვიადაძის მიმართვაზე, სადაც აცხადებს, რომ მისი ტექსტები არაკონტექსტუალურად იყო გავრცელებული?

9. ისე, მაინც, მიკვირს, როგორ არ დაისვა კითხვა, არიან თუ არა პროკურატურასთან გარიგებულები ოხანაშვილი და შავშიშვილი, რადგან პროკურატურას წესით აქამდე უნდა ჰქონოდა არაერთი მოტივი მათი დაკავებისთვის, მაგრამ მიზანმიმართულად იკავებს თავს...

და ა.შ.

ჯერჯერობით მხოლოდ ამ შეკითხვებზე შევჩერდები. როდესაც იგივე რესპონდენტები ჩემთან გადაცემაში მოსვლაზე უარს არ იტყვიან, ვეცდები დავუსვა შეკითხვები, თუმცა სადაც მიდიან, კარგი იქნებოდა ეს შეკითხვები იქ დასმულიყო.

რადგან ეს კითხვები არსებობს, იქნებ, ადრესატებიც გამოჩნდნენ და საჯაროდ უპასუხონ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები