0 4 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ეუთო-ს წარმომადგენელი: საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოება ეჭვქვეშ დგება

 ეუთო-ს წარმომადგენლის მედიის თავისუფლების საკითხებში, არლემ დეზირის განცხადებით, საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთრლის გატაცების შემდეგ , საქართველოში ჟურნალისტების უსართხოება ეჭვქვეშ დგება.

   აღნიშნული განცხადება დესირმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გააკეთა.
"მისი გატაცება ჩემთვის შეშფოთების მთავარი მიზეზია, ვინაიდან აქამდე საქართველოში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო იყო. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გამჭირვალედ წარმართოს გამოძიება“, -აღნიშნა მან.

  დესირი მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას შეხვდა.ვიზიტისას დესირი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს, სახალხო დამცვლეს უჩა ნანუაშვილს და მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. განხილული იყო მედიის თავისუფლება საქართველოში და ამ კუთხით განვითარებული მოვლენები.

  აღსანიშნავია, რომ ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, რეგულარულად აფასებს და აღწერს ორგანიზაციის 57 წევრ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს მედიის კუთხით.

წყარო:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები