1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სილქნეტმა აბონენტებს ინტერნეტ სიჩქარე და არხების რაოდენობა გაუზარდა

სილქნეტისგან საჩუქრები გრძელდება! ერთგულების ქულების დაგროვების სისტემას, რომლის მეშვეობითაც სილქნეტის არაერთი სერვისის უფასოდ გააქტიურებაა შესაძლებელი, ახალი სუპერ-საჩუქარი დაემატა - სილქნეტის აბონენტები თბილისში კიდევ უფრო სწრაფ ინტერნეტს და ათეულობით პრემიუმ არხს სრულიად უფასოდ მიიღებენ.

„არაერთი კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისის გამრავალფეროვნებაა. ზუსტად ამიტომ ვთავაზობთ სილქნეტის აბონენტებს ათეულობით დამატებით არხს და კიდევ უფრო სწრაფ ინტერნეტს უფასოდ. გვიხარია, რომ გვაქვს საშუალება ჩვენს მომხმარებლებს ასეთი სახით გადავუხადოთ მადლობა ერთგულებისათვის“ - განაცხადეს სილქნეტში.
ახალი არხები და გაზრდილი სიჩქარე ავტომატურად გაუაქტიურდებათ სილქნეტის არსებულ მომხმარებლებს, ახალი აბონენტები კი აქციის ფარგლებში 20 მბ ინტერნეტს და 130 არხს მხოლოდ 35 ლარად მიიღებენ. 

დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ სილქნეტის ვებ გვერდზე 


ან დაუკავშირდეთ სილქნეტის ცხელ ხაზს 2100100

კომენტარები

მსგავსი სიახლეები