0 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს


საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. კარგი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს. 

ცენტრის ხელმძღვანელის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება, თუმცა უკვე ხვალიდან ტემპერატურა 15°-20°-მდე მოიმატებს, დედაქალაქში ხვალ 17 °-ია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში კი ხვალ ტემპერატურა 20-25°-მდე მოიმატებს.

„6 ოქტომბრიდან უკვე მოიმატებს ტემპერატურა, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. 6 ოქტომბერს დასავლეთში ტემპერატურა 23°- 28°, აღმოსავლეთში კი 16°-21° იქნება. 7 ოქტომბერს დასავლეთში 25°- 30°, აღმოსავლეთში კი 20°-25° სითბოა ნავარაუდევი. 8-შიც მაღალი ტემპერატურა იქნება, 31°-მდე შეიძლება იყოს დასავლეთში, აღმოსავლეთ საქართველოში კი 227° მდე“, - აღნიშნავს სინოპტიკოსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები