1 9 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სიძემ ცოლის ძმა სანადირო თოფით მოკლა

გარდაბანში სიძემ ცოლის ძმა შემთხვევით სანადირო თოფით მოკლა. არსებული ინფორმაციით, ისინი მწყერზე სანადიროდ წასვლისთვის ემზადებოდნენ.

დილით თოფის წმენდისას სიძეს თოფი გაუვარდა ხელიდან და ცოლის ძმას, დაახლოებით 30 წლის მამაკაცს, მოხვდა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.


სამართალდამცავებმა სიძე ცხელკვალზე დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები