1 3 : 2 2
 | 

საზოგადოება

მარიამ ალექსიძის საჯარო ლექცია „მოდერნ-ბალეტის აღქმა და გათავისება“

თბილისის მუზეუმების გაერთიანების საჯარო ლექციების და შეხვედრების ციკლის  ფარგლებში,  2017 წლის 28 სექტემბერს  15:00  საათზე ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში,  ჩატარდება  მარიამ ალექსიძის ლექცია თემაზე: „მოდერნ ბალეტის აღქმა და გათავისება“  

2016 წლიდან  მარიამ ალექსიძის  ხელმძღვანელობით დაფუძნდა "გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის კამერული დასი’’. მარიამ ალექსიძე წლებია თანამედროვე  საბალეტო ჟანრში მუშაობს, 2008 წლიდან, როგორც დამოუკიდებელ ქორეოგრაფს, დადგმული აქვს თანამედროვე საბალეტო სპექტაკლები: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის, სამეფო უბნის  თეატრისა სცენებზე. 

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში  დაგეგმილი საჯარო ლექციის ფარგლებში, მარიამ ალექსიძე ისაუბრებს კლასიკური ბალეტისა და თანამედროვე ბალეტის  ისტორიაზე, თავისებურებასა და განმასხვავებელ  ნიშნებზე.  


თარიღი: 28. 09.2017
დრო:  15:00 საათი
მისამართი: თბილისი,  დ. აღმაშენებლის გამზირი N83/23

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
557 59 38 10  ნინო ბარნოვი
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი


კომენტარები

მსგავსი სიახლეები