1 3 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ბავშვი გალურჯდა, ხელი რომ მოვკიდე, გაციებული იყო..თურმე გული გაუჩერდა“- ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, 17 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა

ჩამოტვირთვა

თეონა სიდამონიძე 17 წლის ხატიას დედაა, რომელმაც 7 სექტემბერს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.

  დედის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ გოგონა ნარკოზიდან გამოვიდა, პალატაში გადმოიყვანეს, თუმცა მალევე შეამჩნია, რომ ბავშვი გალურჯდა და ცივი იყო. როგორც აღმოჩნდა, ბავშვს თურმე გული გაუჩერდა.  

  ხატიას გული მალევე აუმუშავეს, მაგრამ ტვინში ჰიპოქსია წავიდა, ანუ ტვინის ზედაპირული უჯრედები დაზიანდა . გოგონა ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.. 
 თეონა სიდამონიძე ექიმებზე საუბარს თავს არიდებს, რადგან მისთვის ახლა მხოლოდ შვილის ჯანმრტელობის მდგომარეოობა პრიორიტეტული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები