1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბათუმში თხევადი გაზის სადგური აფეთქდა - დანგრეული სახლები და დაზარალებული მოსახლეობა

ჩამოტვირთვა

ძლიერი აფეთქება ბათუმში - გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ, თხევადი გაზის სადგური აფეთქდა. აფეთქებამ ერთი სახლი მთლიანად დაანგრია, ორი კი მნიშვნელოვნად დააზიანა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა. მსხვერპლი არ არის, თუმცა 3 ადამიანი მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ გაზგასამართი სადგური უკანონოდ იყო აშენებული და ისინი მის დემონტაჟს დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან გაზის გაჟონვის ფაქტები ადრეც არა ერთხელ დაფიქსირდა. მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაზგასამართი სადგურის დემონტაჟი არ მოახდინა, რის გამოც ადგილობრივები ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო სამსახურები. ხანძარი ლოკალიზებულია და ახალი აფეთქების საფრთხე ამ დროისთვის აღარ არსებობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები