0 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სად ერთობა გიორგი სიგუა და რა კომენტარს აკეთებს ჩაშლილი GEM Fest-ის შემდეგ

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM Fest-ის დამფუძვნებელი და ორგანიზატორი გიორგი სიგუა მაკედონიაში იმყოფება. ეს იმ ფონზე, როდესაც 1 900 000 ლარით ბიუჯეტიდან დაფინანსებული GEM Fest-ი პარალიზებულია და სტუმრები ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებენ, რადგან ფესტივალის გაფიცულმა თანამშრომლებმა ე.წ. გამშვები პუნქტების მუშაობა, პროტესტის ნიშნად შეაჩერეს.

თანამშრომლები აქციას მართავენ და კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, მათ დაპირებული 500 ლარის ნაცვლად, 100-100 ლარი დაურიგეს, ფესტივალის ორგანიზატორი, ამ დროს კი გიორგი სიგუა  ქვეყნიდან წავიდა. 

სიგუამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მომავალი წლის ფესტივალისთვის მზადება დააანონსა:
"ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალის ჩატარებაში.მალე გამოვცხადებთ მომავალი ფესტივალის თარიღებს და ადგილმდებარეობას .მადლობა ყურადღებისთვის,"-წერს GEM Fest-ის დამფუძვნებელი. 

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მუსიკის ერთთვიანი ფესტივალი ანაკლიაში, რომელიც ბიუჯეტიდან მილიონ 900 ათასი ლარით დაფინანსდა, დღეს სრულდება.
ფესტივალის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტების მფლობელები, მოიჯარეები აცხადებენ, რომ ტურისტების სიმცირის გამო, მათ ვალები დაუგროვდათ.

ასევე დიდი დავალიანება დაუგროვდა ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ფესტივალს, რომელიც ფოიერვერკისა და გრანდიოზული დახურვის ნაცვლად, აქციის ფონზე დასრულდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები