,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
|
ლიტერატურული კონკურსის „მოდინახეს“ მონაწილეებს საჩხერემ, სხვიტორის აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა.
13 აგვისტოს გამოვლინდა 3 გამარჯვებული, მათ, შესაბამისად, გადაეცათ 500, 300, და 200 ლარის ოდენობის ფულადი პრემიები.
როგორც „კვირას“ კონკურსის ავტორმა და ორგანიზატორმა როლანდ ხოჯანაშვილმა განუცხადა, „მოდინახეს“ მხოლოდ 4 წლის ისტორია აქვს, თუმცა მას თავისი ნიშა უკვე დაიკავა კულტურულ ცხოვრებაში.
– წელს რა სიახლეები იყო, წინა კონკურსებთან შედარებით?
– დავიწყებ იმით, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიმდინარე წელსაც თავის თავზე აიღო კონკურსის სრულად დაფინანსება და თითქმის უხარვეზოდ დასრულდა. გასულ წლებთან შედარებით, გვქონდა რამდენიმე სიახლე, რომელიც კონკურსს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. კერძოდ, წელს საფინალო 10 ლექსის პირველად გადარჩევაში ფილოლოგიის მეცნიერებათ დოქტორი, ლექსმცოდნე თამარ წოწორია მონაწილეობდა.
აღნიშნული ლექსები, ავტორების მითითების გარეშე, გადაეგზავნათ ჟიურის წევრებს და მათ შეაფასეს 10- ბალიანი სისტემით. პირველი სამი საპრიზო ადგილი გადაინაწილეს – ვასილ ბესელიამ, ნინო მშვიდობაძემ და ნინო მოდრეკილაძემ.
ყველა ფინალისტმა მიიღო სასაჩუქრე პაკეტები კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსაგან, ასევე ე.წ. სიმპათიის პრიზები მიიღეს: ვასილ ბესელიამ პროექტის ინკოგნიტო მეგობრისაგან, ლიკა ყიფშიძემ – დავით აღმაშენებლის აკადემიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისაგან, გიგა ვეფხვაძემ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლისაგან, ემიგრანტმა ფინალისტმა შორენა პაპიძემ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატისაგან.
უნდა აღინიშნოს პროექტის გამართულობაში წვლილის შეტანისათვის არაერთი პირის დამსახურება. ვფიქრობ, ამ კონკურსმა დამსახურებულად შეინარჩუნა თავისი იმიჯი, გაიმრავალფეროვნა მხარდამჭერების სპექტრი, თუმცა, არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერის გარეშე ეს პროექტი ვერ იარსებებს. აკაკი წერეთლის მუზეუმის თანამშრომელთაგან ორმა, კლარა მაჭარაშვილმა და ლეილა ზაბახიძემ მოგვაწოდეს იდეა, რომ მომავალ წლებში, ტრადიციულად, სხვიტორში აკაკის დაბადების დღეს გაიმართოს „მოდინახე“. უკვე ვფიქრობ კონკურსის სათანადო მოდერნიზაციაზე, ასევე – დასახვეწია ბევრი დეტალი.
მჯერა, რომ მომავალ წელს გაცილებით დახვეწილ ლიტერატურულ ღონისძიებას შევთავაზებთ სიტყვიერების მოყვარულებსა და პოეტებს…
ვასილ ბესელია: „არ შემიძლია, არ ვთქვა, თუ რამდენად სასიხარულო აღმოჩნდა ჩემთვის წლევანდელი „მოდინახე“. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ გამარჯვება არ უხაროდეს, ისიც იმ შემთხვევაში, როცა კონკურსი აკაკი წერეთლის სახელს უკავშირდება.
ძალიან კარგი პრეცედენტია, როცა ბიზნესთან ერთად ასეთ ღონისძიებას მხარს უჭერენ სახელმწიფო სტრუქტურები და ფიზიკური პირები. დიდად გახარებული ვტოვებ იმერეთს და წარმატებებს ვუსურვებ აღნიშნულ კონკურსს. გარდა იმისა, რომ პირველი პრიზის მფლობელი გავხდი, გადმომეცა ინკოგნიტო მხარდამჭერისგან პრიზი. მინდა მასაც მადლობა გამოვუცხადო“.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია "საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები