0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჭიათურაში სახალხო დღესასწაული: „თემობა – 2017“ გაიმართა

ჭიათურაში სახალხო დღესასწული „თემობა-2017“ წარმატებით დასრულდა. დასკვნითი სადღესასწაულო კონცერტ სოფელ თვალუეთში გაიმართა.
როგორც „კვირას“ უძველესი საერთო-სახალხო დღესასწაულის „თემობის“ ორგანიზატორმა მალხაზ ბიწაძემ განუცხადა, პროექტი ყოველწლიურად უფრო და უფრო ფართომასშტაბიანი ხდება.


„წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული იყო იმით, რომ პროექტში რამდენიმე ცვლილება – სიახლე შევიდა. უწინარესად, ის, რომ 9 სოფელში მოეწყო თემობის კვირეული – საბავშვო გასართობი შოუ, ამავდროულად, გაიმართა თვითშემოქმედებითი ნიჭის კონცერტი. კონცერტში მონაწილე ჩვენს პატარებმა გამოავლინეს საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობანი და მიიღეს სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები“, – განუცხადა „კვირას“ მალხაზ ბიწაძემ.
მისივე ინიციატივით, სცენაზე სპეციალურად განთავსდა სათამაშო ბურთები. კონცერტის მსველელობისას მათზე მომღერლები თავიანთ ავტოგრაფებს აწერდნენ, ისროდნენ მაყურებელში, რამაც უფრო გაახალისა ღონისძიება.


მისივე თქმით, „თემობა 2017“ სპორტული და კულტურული ღონისძიებებით იყო დატვირთული. დღესასწაულის ფარგლებში, ე.წ სათემოზე გაიმართა დოღი, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში. სადღესასწაულო კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგენენ: ქეთი გომარეთელი, ანდრია გველესიანი, პაატა გველესიანი, მაკა ქაჯაია…  ჯგუფი „ბანი“.
გამარჯვებულებს ჭიათურის მუნიციპალიტეტისაგან ფულადი პრიზები 300-300 ლარის ოდენობით გადაეცემათ.


„თენობა-2017“-ის საპატიო სტუმრები იყვნენ: იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ჭიათურის მაჟრიტარი დეპუტატი – სულხან მახათაძე, ჭიათურაში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა; საქართველოს სამთოელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე მურმან მუმლაძე.
„თემობა 2017“-ის ფარგლებში საპატიო წევრის დიპლომები გადაეცათ: ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ძალოსნობაშიმ ლაშა ტალახაძეს; ჭიათურის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზურაბ კუპატაძეს; საქართველოსა და ევროპის ჩემპიონს კრივში, ლაშა გაგნიძეს, რომლის გამგზავრებაც ევროპის ჩემპიონატზე „ჯორჯიან მანგანეზმა“ დააფინანსა. ლაშა გაგნიძე ვერცხლის მედლით დაბრუნდა ევროპის ჩემპიონატიდან.
„უძველეს საერთო სახალხო დღესასწაულ "თემობაში“ აქტიური მონაწილეობისათვის, გარდაცვალების შემდეგ, დაჯილდოვდა ლაშა ცუცქირიძე.  იგი შარშან, დედამისთან ერთად, გორში ტრაგიკულად დაიღუპა.


მამას – სვერის საჯაერო სკოლის დირექტორს, თამაზ ცუცქირიძეს გადავეცით თავისი შვილის საპატიო წევრის დიპლომი.
ასავე, თემობის კვირეულის ფარგლებში, სვერის სკოლაში ჩავატარეთ   პირველი საბავშვო შოუ (ერთი წლის განმავლობაში სკოლაში მუსიკა არ დაკრულა). სანამ ღონისძიებას დავიწყებდეთ, სპეციალურად შეძენილი გვირგვინებით შევამკეთ ლაშა ცუცქირიძის და ქალბატონი მაგდა ტალახაძის საფლავები, ამით გამოვხატეთ ჩვენი მხრიდან მათდამი პატივისცემა. ეს ღონისძიებაც წუთიერი დუმილით დავიწყეთ…


„თემობა-2017“-ის საპატიო სტუმარი გვყავდა, აგრეთვე,  თსუ პროფესორი გიორგი დავლაშვილი, რომელიც ახორციელებს პროექტს: "გაიცანი ჭიათურა”. 5 თვის მანძილზე მოგზაურობენ ჭიათურის მთელ ტერიტორიაზე და ეცნობენ რაიონის ყველა საინტერესო ადგილებს, ძირითადად, კულტურულ ძეგლებს, მღვიმეებს და ასე შემდეგ…
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ უკვე მეხუთე წელია, „თემობა-2017“-ის გენერალური სპონსორია. ის ყოველწლიურად ზრდის დაფინანსებას, რაზეც დიდ მადლობას მოვახსენებთ მის ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა მალხაზ ბიწაძემ.
ცნობისთვის, სახალხო დღესასწაული „თემობა“ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა – კურთხევით იმართება.

  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები