2 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

Axis Towers-ში აგროჰაბი განთავსდება

9 აგვისტოს ხელი მოეწერა მემორანდუმს აქსის თაუერსსა და აგროჰაბს შორის, რის შედეგადაც პირველი ევროპული სტანდარტების აგრო პროდუქტების ჰიპერმარკეტი, რომლის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა, აქსის თაუერსში 2460 კვ.მ-ზე განთავსდება.

Axis Towers შენდება ჭავჭავაძის გამზირზე, ქუჩაზე, რომელიც მისი დაპროექტებისთანავე საქმიანი ცხოვრების ცენტრად მიიჩნევა. აქ თავს იყრის უნივერსიტეტები, ბანკები და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტი. პროექტი აფართოვებს ტურისტულ ზოლს ძველი თბილისიდან ვაკის მიმართულებით და ამავდროულად ქმნის ბიზნეს-ტურიზმის მიზიდულობის ცენტრს. სწორედ ამიტომ, საცოვრებელი მიმზიდველია როგორც თბილისელებისთვის, ასევე ექსპატრიანტებისა და უცხოელებისთვის.

Axis Towers-ში სწორად დაგეგმილი ინფრასტრუქტურა ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ეს არის ქალაქი ქალაქში, რომლის კომერციული ფუნქცია აერთიანებს ჰიპერმარკეტს, მაღაზიებს და გასართობ ობიექტებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები